ORBI ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული ჰოლდინგი ევროპასა და საქართველოში. ლიდერი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში
ორბის პროექტები
25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე კომპანიამ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა სირთულისა და გამორჩეული არქიტექტურის პროექტები. ORBI-ს ეკუთვნის პირველი ცათამბჯენების მშენებლობა საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია უნიკალური სასტუმრო კომპლექსების მშენებლობაზე, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს აპარტამენტები.
ORBI - ს მიერ აშენებული ფართობი 3 მილიონ კვადრატულ მეტრს აჭარბებს, რაც მას ერთ-ერთ წამყვან დეველოპერად აქცევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. კომპანია ამაყობს პროფესიონალური გუნდით, რომელიც 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალური მიდგომებით, ORBI საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მყიდველთათვის. სწორედ ამიტომ,Orbi -ს მომხმარებელთა რაოდენობა მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად იზრდება.
წარმატების 25 წლიანი ისტორია
ORBI ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული ჰოლდინგი ევროპასა და საქართველოში
25 წლიანი წარმატებული საქმიანობა უძრავი ქონების დეველოპმენტში
მყიდველები მსოფლიოს 77 ქვეყნიდან
ORBI-ს სასტუმროებს ყოველწლიურად 1 500 000 ტურისტი სტუმრობს
6000-ზე მეტი თანამშრომელი
55 წარმომადგენლობა და ოფისი მსოფლიოს 22 ქვეყანაში
აშენებულია 3 000 000 მ2-ზე მეტი ფართობი
ORBI - მშენებლობის სფეროში „ოსკარის“ მფლობელი
25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე კომპანიამ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის აღიარება მოიპოვა და უძრავი ქონების სფეროში გამორჩეული საქმიანობისთვის 200-მდე პრემიისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.
კომპანიის მიერ მაღალი სტანდარტით შექმნილმა ინოვაციურმა პროექტებმა, მრავალჯერ მიიპყრეს მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების ყურადღება. მათ შორისაა:
ჯილდოები
უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI-ის პრემია - Prix d'Excellence - “ოსკარი“ სამშენებლო სფეროში, რომელიც დეველოპერებს მთელს მსოფლიოში, გაერთიანერბული ერების ორგანიზაციის ეგიდით ენიჭებათ და მსოფლიო დეველოპერულ ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. საერთაშორისო ფედერაცია (FIABCI) გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს უძრავი ქონების ექსპერტებს თითქმის ყველა კონტინენტიდან.
ORBI ასევე უძრავი ქონების დარგში ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრემიის European Property Awards-ის გამარჯვებულია ორ ნომინაციაში:
- “Leisure Development”
- “New Hotel Construction & Design”
ევროპული პრემია წარმოადგენს უძრავი ქონების საერთაშორისო პრემიის International Property Awards-ის ნაწილის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული კონკურსია მასში მონაწილე პროექტების ხარისხის თვალსაზრისით.
ორბის ყველა პროექტი ბათუმის სავიზიტო ბარათია და ქალაქის არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. კომპანია ამაყობს ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილით.